დღევანდელ ლექციაზე გავეცანი შეფასების პრინციპებს. გავიგე როგორი არ უნდა იყოს განმავითრებელი შეფასება და რა ტიპის უკუკავშირი უნდა მივცე მოსწავლეებს. სწორი უკუკავშირი კონკრეტული უნდა იყოს. ჯერ უნდა ავღნიშნო მოსწავლემ რა გააკეთა კარგად და რისი გაუმჯობესება შეუძლია. არაეფექტური უკუკავშირის მაგალითებმა მაჩვენა რა შეცდომებს უნდა მოვერიდო. არ შეიძლება მოსწავლე შევადარო სხვებს ეს მის დემოტივაციას გამოიწვევს. ასევე გავეცანი შეფასების რუბრიკებს ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკა. გავიგე რომ მოსწავლის შეფასებისას უმჯობესია გამოვიყენო ანალიტიკური რუბრიკა, რადგან ის უფრო დეტალურ სურათს ქმნის. გავეცანი სოლო ტაქსონომიას, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა მიერ გაგებული ინფორმაციის სიღრმის განსაზღვრაში. აქამდე ამ მეთოდზე ბევრი არაფერი ვიცოდი. გავხენი ბლოგი, სადაც სასწავლო კურსის მანძილზე შევძლებ განვათავსო ჩემი ნამუშევრები.
No comments:
Post a Comment