დღევანდელ სალექციო შეხვედრაზე ჩემმა ჯგუფელებმა წარადგინეს თავიანთი პორტფოლიოები, დასკვნითი გამოცდისთვის. ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო მათი მოსმენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლექტორის მიერ დასმული კითხვები-ისინი არამხოლოდ პორტფოლიოს სიღრმისეულ გაანალიზებას უწყობდნენ ხელს, არამედ დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც, როგორც მომავალი წარდგენის მომზადებისთვის.
Total Pageviews
Thursday, June 19, 2025
07.06.2025 რეფლექსია
დღევანდელ ლექციაზე ერთ-ერთ სტუდენტს აინტერესებდა როგორ იწერებოდა განვავითარებელი შეფასება ელექტრონულ ჟურნალში, ლექტორმა ერთი კლასის მაგალითზე გვაჩვენა ნიმუში. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, რადგან აქამდე ამის შესახებ ცოდნა არ მქონდა. ასევე ვნახეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშიც, რაც დამეხმარა იმაში რომ უკეთ გამეაზრებინა, როგორ დავგეგმო სწავლება კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულად.
ლექციის მეორე ნაწილში გვქონდა პოერქტების წარდგენა, სადაც მეც წარვადგინე ჩემს მიერ მომზადებული პროექტი. ასევე გავეცანი ჩემი ჯგუფელების პოექტებსაც. საერთო ჯამში დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩემი პროფესიული ხედვა.
Thursday, June 5, 2025
02.06.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექცია ლექტორმა დაიწყო პროექტების განხილვით. ინფორმაციული აღმოჩნდა ჩემი ჯგუფელების მიერ წარმოდგენილი პროექტები. მათი მოსმენა დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა პროექტის შესაძლებლობები და ხედვა.
ლექციის დანარჩენი ნაწილი დაეთმო სასწავლო პროცესის გულის გულს, ყველაზე მნიშვნელოვანს -კურიკულუმების შემუშავებას. ნიმუშის მიხედვით დეტალურად გავიარეთ კურიკულუმის ჩარჩოს პუნქტები. რაც დამეხმარება იმაში, რომ ერთი კლასისთვის შევიმუშაო კურიკულუმი.
Wednesday, June 4, 2025
31.05.2025 რეფლექსია
დღევანდელ ლექციაზე ლექტორმა ჩვენს მიერ ჩატარებული გაგვეთილის რეფლექსიები და გაკვეთილის გეგმები დეტალურად განიხილა და მოგვცა უკუკავშირი, რაც დაგვეხმარება მომდევნო გაკვეთილების გაუბჯობესებაში. საინტერესო იყო სასწავლო პროექტის თემაზე საუბარი. ლექტორმა აგვიხსნა როგორ ხდება პროექტის შედგენა, ასევე მოგვაწოდა სხვადასხვა რესურსი, რაც ხელს შეგვიწყობს უკეთ გავიაზროთ პროექტზე მუშაობის სტრუქტურა. განვიხილეთ ინტელის სასწავლო პროექტებიც, ზუსტად დროული იყო, რადგან პროექტულ სწავლებაში მომავალ კვირას პრეზენტაცია მაქვს და ამ რესურსებს იდეალურად გამოვიყენებ.