დღევანდელ ლექციაზე გავეცანი AI-ის ინსტრუმენტებს, ძალიან ბევრ ინსტრუმენტს არ ვიცნობდი და გავიგე მათ შესახებ, რომელბსაც მომავალში გამოვიყენებ. ასევე შევადგინე სოლოტაქსონომიის ცხრილი CHATGPT-ის დახმარებით და შემდეგ ავტვირთე ბლოგზე, თუმცა ატვირთვა დავიწყებული მქონდა და ჯგუფელი დამეხმარა.
Total Pageviews
Monday, March 31, 2025
Sunday, March 30, 2025
29.03.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექცია განსაკუთრებით მრავალმხრივი და პროდუქტიული იყო, რადგან იგი მოიცავდა როგორც შეფასების რუბრიკების განხილვას, ასევე ბლოგისთვის ტექნიკური საკითხების შესწავლას და ხელოვნური ინტელექტის როლზე საუბარს.
ჩემი ჯგუფელების შეფასების რუბრიკების განხილვა იყო ჩემთვის მაგალითი, რაც დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში რუბრიკების შედგენასთან დაკავშირებით.ლექტორის მიერ შეტანილი შესწორებებით გავაანალიზე კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბება.
ბლოგზე ვისწავლე ბმულების დამატება და HTML კოდის ჩასმა. ამით ტექნიკური ცოდნა მივიღე და შესაბამისი უნარები გავიუმჯობესე.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხელოვნური ინტელექტის განხილვა , რადგან ის დღევანდელი მსოფლიოს "ბესტსელერია". AI-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მიხარია რომ ამასთან დაკავშირებით ლექტორის ნათქვამი ჩემს შეხედულებებს დაემთხვა.მომავალ ლექციაზეც გავაგრძელებთ AI-ის შესახებ საუბარს, რასაც დიდი ინტერესით ველოდები.
Monday, March 24, 2025
24.03.2025 რეფლექსია
დღევანდელ ლექციაზე გავეცანი შეფასების რუბრიკას. ანალიტიკურ რუბრიკის ორ სახეობას ზოგადი და კერძო. ვისწავლე რუბრიკის შედგენა გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა მომავალში მეტად დავხვეწავ და გავაუმჯობესებ. ასევე ბლოგზე შევცვალე თემა, ავტვირთე სურათი და დავამატე გვერდები. მოკლედ, ეს არის სივრცე სადაც ვაანალიზებ ჩემი მუშაობის პროცესს, ვაფასებ მიღებულ გამოცდილებას, რომ შემდეგ ვიპოვო ახალი გზები გაუმჯობესებისთვის.
Saturday, March 22, 2025
რეფლექსია 22.03.2025
დღევანდელ ლექციაზე გავეცანი შეფასების პრინციპებს. გავიგე როგორი არ უნდა იყოს განმავითრებელი შეფასება და რა ტიპის უკუკავშირი უნდა მივცე მოსწავლეებს. სწორი უკუკავშირი კონკრეტული უნდა იყოს. ჯერ უნდა ავღნიშნო მოსწავლემ რა გააკეთა კარგად და რისი გაუმჯობესება შეუძლია. არაეფექტური უკუკავშირის მაგალითებმა მაჩვენა რა შეცდომებს უნდა მოვერიდო. არ შეიძლება მოსწავლე შევადარო სხვებს ეს მის დემოტივაციას გამოიწვევს. ასევე გავეცანი შეფასების რუბრიკებს ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკა. გავიგე რომ მოსწავლის შეფასებისას უმჯობესია გამოვიყენო ანალიტიკური რუბრიკა, რადგან ის უფრო დეტალურ სურათს ქმნის. გავეცანი სოლო ტაქსონომიას, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა მიერ გაგებული ინფორმაციის სიღრმის განსაზღვრაში. აქამდე ამ მეთოდზე ბევრი არაფერი ვიცოდი. გავხენი ბლოგი, სადაც სასწავლო კურსის მანძილზე შევძლებ განვათავსო ჩემი ნამუშევრები.