Total Pageviews

Sunday, March 30, 2025

29.03.2025 რეფლექსია

  დღევანდელი ლექცია განსაკუთრებით მრავალმხრივი და პროდუქტიული იყო, რადგან იგი მოიცავდა როგორც შეფასების რუბრიკების განხილვას, ასევე ბლოგისთვის ტექნიკური საკითხების შესწავლას და ხელოვნური ინტელექტის როლზე საუბარს.

ჩემი ჯგუფელების შეფასების რუბრიკების განხილვა იყო ჩემთვის მაგალითი,  რაც დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში რუბრიკების შედგენასთან დაკავშირებით.ლექტორის მიერ შეტანილი შესწორებებით გავაანალიზე კრიტერიუმების სწორად ჩამოყალიბება.

ბლოგზე ვისწავლე ბმულების დამატება და HTML კოდის ჩასმა. ამით ტექნიკური ცოდნა მივიღე და შესაბამისი უნარები გავიუმჯობესე.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხელოვნური ინტელექტის განხილვა , რადგან ის დღევანდელი მსოფლიოს "ბესტსელერია". AI-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მიხარია რომ ამასთან დაკავშირებით ლექტორის ნათქვამი ჩემს შეხედულებებს დაემთხვა.მომავალ ლექციაზეც გავაგრძელებთ AI-ის შესახებ საუბარს, რასაც დიდი ინტერესით ველოდები.

No comments:

Post a Comment