დღევანდელი ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. ლექტორმა ჩემი ჯგუფელების შედგენილი გაკვეთილის გეგმები განიხილა. ინდივიდუალურად აღნიშნა რა იყო მათი ძლიერი მხარე და რა საჭიროებდა შეცვლას და დახვეწას. ამ პროცესმა მასწავლა, ამავდროულად რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირი და იდეების გაზიარება. ერთია საკუთარი ხედვა, მაგრამ როცა სხვების ნამუშევარს უყურებ და მსჯელობ შენსავე აზროვნებასაც აფართოვებ. ლექციის შემდეგ ნაწილში ლექტორმა ახსნა შემოქმედებითი ტიპის დავალება და გვაჩვენა ნიმუშები,რომელიც დამეხმარება ჩემი შემოქმედებითი ტიპის დავალების დაგეგმვაში.
No comments:
Post a Comment