დღევანდელ ლექციაზე ლექტორმა გაგვაცნო Google Forms და მისი ფუნქციონალი, უპირატესობები და გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა კონტექსტში. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რამდენად მარტივად და ეფექტურად შეიძლება ტესტების, კითხვარების და სხვა ფორმების შედგენა ამ პლატფორმაზე. შემდეგ უკვე თავადაც შევქმენი Google Forms-ში ფიშინგის თემაზე 10 კითხვიანი ტესტი და ჩემს ბლოგზე ავტვირთე. საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი, აქ მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მომავალ ჩემს გაკვეთილებში აუცილებლად გამოვიყენებ.
Total Pageviews
Wednesday, May 28, 2025
Friday, May 23, 2025
19.05.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექცია საინტერესო და პრაქტიკული იყო. ვისწავლეთ სხვადასხვა ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმის გამოყენება, როგორებიცაა: Mentimeter, Kahoot, Eduzzle და LearningApps. თითოეული მათგანი განსხვავებული ფორმით უწყობს ხელს სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას. ლექციის პროცესში არამხოლოდ თეორიულად გავიგე ამ რესურსები მნიშვნელობა, არამედ პრაქტიკულადაც გამოვცადე. თავადაც შევქმენი სასწავლო რესურსი და ავტვირთე ბლოგზე. ძალიან გამიხარდა, რადგან დავინახე რამდენად მარტივია ეფექტური სასწავლო რესურსის შექმნა. ეს გამოცდილება დამატებითი მოტივაცია გახდა ჩემთვის. მომავალ ჩემს გაკვეთილებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს.
Tuesday, May 20, 2025
10.05.2025 რეფლექსია
ლექტორმა დღევანდელ ლექციაზე სტუდენტთა ინტერესიდან გამომდინარე ისაუბრა კონკურსის სისტემაზე, როგორ ხდება გასაუბრება მასწავლებლების ასაყვანად. ასევე დამამახსოვრდა ის, თუ რამდენად დიდი ბრძოლა იყო საჭირო იმისთვის, რომ საგანს ის სახე მიეღო რაც დღეს აქვს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება. რა როლს თამაშობს საათობრივი დატვირთვა და როგორ აღირიცხება ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის შესახებ ელემენტარული ცოდნაც არ მქონდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ეპიზოდმა- ლექტორმა გაიხსენა შემთხვევა როცა გასაუბრებაზე მისი ყოფილი სტუდენტი მივიდა და ვერ გაარჩია სამიზნე ცნება და საგნის მიმართულება. ლექტორმა გულწრფელად თქვა რომ არ სურდა ამ სტუდენტს ეთქვა, რომელ უნივერსიტეტში გაიარა 60 კრედიტიანი მომზადების პროგრამა. ასევე აღნიშნა რომ როდესაც ჩვენ გასაუბრებაზე გავდივართ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, უნივერსიტეტს და თითოეულ იმ ლექტორსაც წარმოვადგენთ რომელიც გვასწავლის. ამან კიდევ უფრო მეტად დამანახა თუ რა დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე, როგორც მომავალ მასწავლებლებზე.
Thursday, May 8, 2025
05.05.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექციაც საკმაოდ საინტერესო იყო. ლექტორმა ისაუბრა მიკრობიტის შესახებ და რეალურადაც ვნახეთ, გავეცანით მის ფუნქციებს და გამოყენების შესაძლებლობებს. თეორიული ნაწილი პრაქტიკითაც განვამტკიცეთ, შევასრულე დავალება მიცრობითზე, რაც დამეხმარა ამ თემის უკეთ გაგებაში. გარდა ამისა ლექტორმა მოგვაწოდა Scratch-ის გამოყენებით სხვადასხვა ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითები. ეს მაგალითები დამეხმარა დამენახა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საგნის გაერთიანება საინტერესოდ და სახალისოდ. ვფიქრობ მსგავსი მიდგომა მოსწავლეებში მეტ მოტივაციას გამოიწვევს და სწავლას უფრო ეფექტურს გახდის.
Sunday, May 4, 2025
03.05.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექცია ჩემთვის ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. ლექტორმა გაგვაცნო STEAM პროექტების მნიშვნელობა და მათი როლი სწავლების პროცესში. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა არდუინოს გაცნობამ. ჩემთვის ეს პირველი შეხება იყო მიკროკონტროლერის პლატფორმასთან. ძალიან დამაინტერესა იმ შესაძლებლობებმა, რაც ამ პატარა მოწყობილობას გააჩნია. პრაქტიკული სამუშაოც შევასრულეთ და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი შუქნიშანი აინთო. ძალიან კარგი საშუალებაა არდუინოს გამოყენება არამარტო ტექნიკური აზროვნების გასავითარებლად, არამედ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნითაც. ეს გამოცდილება დამეხმარება არდუინო შევიტანო ჩემს მომავალ გაკვეთილებში.
Friday, May 2, 2025
28.04.2025 რეფლექსია
დღევანდელი ლექცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ლექტორმა ყურადღება გაამახვილა კლასის მართვაზე, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კლასის მართვას, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის.ასევე გავაანალიზე რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს დროის სწორად გადანაწილება. ეს არამხოლოდ მასწავლებლის არამედ მოსწავლეების პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თანამშრომლობითი სწავლების განხილვა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ერთმანეთთან მუშაობის უნარის განვითარება, რაც მათ სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება. დავრწმუნდი რომ სწავლებაში ყველაზე ძლიერი იარაღი არა მხოლოდ საგნობრივი კომპეტენცია, არამედ ამ მიდგომების და მეთოდების გამოყენებაა. ეს ცოდნა დამეხმარება ჩემს მომავალ პრაქტიკაში.
Thursday, May 1, 2025
26.04.2025 რეფლექსია ქვიზის დღე
დღევანდელ ლექციაზე გვქონდა ქვიზი, რომელიც იყო 18 კითხვიანი და მოიცავდა როგორც ღია ასევე დახურულ კითხვებს. ძალიან ვნერვიულობდი დასაწყისში. თუმცა, როდესაც ყველა კითხვას გადავავლე თვალი და დავიწყე მუშაობა ნერვიულობაც თანდათან მომეხსნა. ქვიზის დასრულების შემდეგ ლექტორმა შემოგვთავაზა, რომ ვისაც სურვილი ქონდა მის ნამუშევარს გაასწორებდა. თავდაპირველად ვუსმენდი სხვების ნამუშევრების განხილვას, რაც სასარგებლო აღმოჩნდა-ამ პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა და საბოლოოდ მეც გამოვთქვი სურვილი რომ ლექტორს ჩემი ნამუშევარიც გაესწორებინა. ერთი კითხვა არასწორად მქონდა,არ დავუფიქრდი როგორც საჭირო იყო, თორემ არც ეგ არ უნდა შემშლოდა. ქულათა დამრგვალების პრინციპით მაქსიმალური ქულა მივიღე და ძალიან გამიხარდა. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ცოდნის გადამოწმებისთვის.