ლექტორმა დღევანდელ ლექციაზე სტუდენტთა ინტერესიდან გამომდინარე ისაუბრა კონკურსის სისტემაზე, როგორ ხდება გასაუბრება მასწავლებლების ასაყვანად. ასევე დამამახსოვრდა ის, თუ რამდენად დიდი ბრძოლა იყო საჭირო იმისთვის, რომ საგანს ის სახე მიეღო რაც დღეს აქვს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება. რა როლს თამაშობს საათობრივი დატვირთვა და როგორ აღირიცხება ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის შესახებ ელემენტარული ცოდნაც არ მქონდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ეპიზოდმა- ლექტორმა გაიხსენა შემთხვევა როცა გასაუბრებაზე მისი ყოფილი სტუდენტი მივიდა და ვერ გაარჩია სამიზნე ცნება და საგნის მიმართულება. ლექტორმა გულწრფელად თქვა რომ არ სურდა ამ სტუდენტს ეთქვა, რომელ უნივერსიტეტში გაიარა 60 კრედიტიანი მომზადების პროგრამა. ასევე აღნიშნა რომ როდესაც ჩვენ გასაუბრებაზე გავდივართ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, უნივერსიტეტს და თითოეულ იმ ლექტორსაც წარმოვადგენთ რომელიც გვასწავლის. ამან კიდევ უფრო მეტად დამანახა თუ რა დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე, როგორც მომავალ მასწავლებლებზე.
No comments:
Post a Comment