Total Pageviews

Thursday, June 19, 2025

14.06.2025 რეფლექსია

 დღევანდელ სალექციო შეხვედრაზე ჩემმა ჯგუფელებმა წარადგინეს თავიანთი პორტფოლიოები, დასკვნითი გამოცდისთვის. ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო მათი მოსმენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლექტორის მიერ დასმული კითხვები-ისინი არამხოლოდ პორტფოლიოს სიღრმისეულ გაანალიზებას უწყობდნენ ხელს, არამედ დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც, როგორც მომავალი წარდგენის მომზადებისთვის.

07.06.2025 რეფლექსია

 დღევანდელ ლექციაზე ერთ-ერთ სტუდენტს აინტერესებდა როგორ იწერებოდა განვავითარებელი შეფასება ელექტრონულ ჟურნალში, ლექტორმა ერთი კლასის მაგალითზე გვაჩვენა ნიმუში. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, რადგან აქამდე ამის შესახებ ცოდნა არ მქონდა. ასევე ვნახეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშიც, რაც დამეხმარა იმაში რომ უკეთ გამეაზრებინა, როგორ დავგეგმო სწავლება კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულად. 

ლექციის მეორე ნაწილში გვქონდა პოერქტების წარდგენა, სადაც მეც წარვადგინე ჩემს მიერ მომზადებული პროექტი. ასევე გავეცანი ჩემი ჯგუფელების პოექტებსაც. საერთო ჯამში დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩემი პროფესიული ხედვა.

Thursday, June 5, 2025

02.06.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია ლექტორმა დაიწყო პროექტების განხილვით. ინფორმაციული აღმოჩნდა ჩემი ჯგუფელების მიერ წარმოდგენილი პროექტები. მათი მოსმენა დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა პროექტის შესაძლებლობები და ხედვა.

ლექციის დანარჩენი ნაწილი დაეთმო სასწავლო პროცესის გულის გულს, ყველაზე მნიშვნელოვანს -კურიკულუმების შემუშავებას. ნიმუშის მიხედვით დეტალურად გავიარეთ კურიკულუმის ჩარჩოს პუნქტები. რაც დამეხმარება იმაში, რომ ერთი კლასისთვის შევიმუშაო კურიკულუმი.

Wednesday, June 4, 2025

31.05.2025 რეფლექსია

 დღევანდელ ლექციაზე ლექტორმა ჩვენს მიერ ჩატარებული გაგვეთილის რეფლექსიები და გაკვეთილის გეგმები დეტალურად  განიხილა და მოგვცა უკუკავშირი, რაც დაგვეხმარება მომდევნო გაკვეთილების გაუბჯობესებაში. საინტერესო იყო სასწავლო პროექტის თემაზე საუბარი. ლექტორმა აგვიხსნა როგორ ხდება პროექტის შედგენა, ასევე მოგვაწოდა სხვადასხვა რესურსი, რაც ხელს შეგვიწყობს უკეთ გავიაზროთ პროექტზე მუშაობის სტრუქტურა. განვიხილეთ ინტელის სასწავლო პროექტებიც, ზუსტად დროული იყო, რადგან პროექტულ სწავლებაში მომავალ კვირას პრეზენტაცია მაქვს და ამ რესურსებს იდეალურად გამოვიყენებ.

Wednesday, May 28, 2025

24.05.2025 რეფლექსია

 დღევანდელ ლექციაზე ლექტორმა გაგვაცნო Google Forms და მისი ფუნქციონალი, უპირატესობები და გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა კონტექსტში. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რამდენად მარტივად და ეფექტურად შეიძლება ტესტების, კითხვარების და სხვა ფორმების შედგენა ამ პლატფორმაზე. შემდეგ უკვე თავადაც შევქმენი Google Forms-ში ფიშინგის თემაზე 10 კითხვიანი ტესტი და ჩემს ბლოგზე ავტვირთე. საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი, აქ მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მომავალ ჩემს გაკვეთილებში აუცილებლად გამოვიყენებ.

Friday, May 23, 2025

19.05.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია საინტერესო და პრაქტიკული იყო. ვისწავლეთ სხვადასხვა ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმის გამოყენება, როგორებიცაა: Mentimeter, Kahoot, Eduzzle და LearningApps. თითოეული მათგანი განსხვავებული ფორმით უწყობს ხელს სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას. ლექციის პროცესში არამხოლოდ თეორიულად გავიგე ამ რესურსები მნიშვნელობა, არამედ პრაქტიკულადაც გამოვცადე. თავადაც შევქმენი სასწავლო რესურსი და ავტვირთე ბლოგზე.  ძალიან გამიხარდა, რადგან დავინახე რამდენად მარტივია ეფექტური სასწავლო რესურსის შექმნა. ეს გამოცდილება დამატებითი მოტივაცია გახდა ჩემთვის. მომავალ ჩემს გაკვეთილებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს.

Tuesday, May 20, 2025

10.05.2025 რეფლექსია

 ლექტორმა დღევანდელ ლექციაზე სტუდენტთა ინტერესიდან გამომდინარე ისაუბრა  კონკურსის სისტემაზე, როგორ ხდება გასაუბრება მასწავლებლების ასაყვანად. ასევე დამამახსოვრდა ის, თუ რამდენად დიდი ბრძოლა იყო საჭირო იმისთვის, რომ საგანს ის სახე მიეღო რაც დღეს აქვს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება. რა როლს თამაშობს საათობრივი დატვირთვა და როგორ აღირიცხება ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის შესახებ ელემენტარული ცოდნაც არ მქონდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ეპიზოდმა- ლექტორმა გაიხსენა შემთხვევა როცა გასაუბრებაზე მისი ყოფილი სტუდენტი მივიდა და ვერ გაარჩია სამიზნე ცნება და საგნის მიმართულება. ლექტორმა გულწრფელად თქვა რომ არ სურდა ამ სტუდენტს ეთქვა, რომელ უნივერსიტეტში გაიარა 60 კრედიტიანი მომზადების პროგრამა. ასევე აღნიშნა რომ როდესაც ჩვენ გასაუბრებაზე გავდივართ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, უნივერსიტეტს და თითოეულ იმ ლექტორსაც წარმოვადგენთ რომელიც გვასწავლის. ამან კიდევ უფრო მეტად დამანახა თუ რა დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე, როგორც მომავალ მასწავლებლებზე.

Thursday, May 8, 2025

05.05.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექციაც საკმაოდ საინტერესო იყო. ლექტორმა ისაუბრა მიკრობიტის შესახებ და რეალურადაც ვნახეთ, გავეცანით მის ფუნქციებს და გამოყენების შესაძლებლობებს. თეორიული ნაწილი პრაქტიკითაც განვამტკიცეთ, შევასრულე დავალება მიცრობითზე, რაც დამეხმარა ამ თემის უკეთ გაგებაში. გარდა ამისა ლექტორმა მოგვაწოდა Scratch-ის გამოყენებით სხვადასხვა ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითები. ეს მაგალითები დამეხმარა დამენახა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საგნის გაერთიანება საინტერესოდ და სახალისოდ. ვფიქრობ მსგავსი მიდგომა მოსწავლეებში მეტ მოტივაციას გამოიწვევს და სწავლას უფრო ეფექტურს გახდის.

Sunday, May 4, 2025

03.05.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია ჩემთვის ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. ლექტორმა გაგვაცნო STEAM პროექტების მნიშვნელობა და მათი როლი სწავლების პროცესში. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა არდუინოს გაცნობამ. ჩემთვის ეს პირველი შეხება იყო მიკროკონტროლერის პლატფორმასთან. ძალიან დამაინტერესა იმ შესაძლებლობებმა, რაც ამ პატარა მოწყობილობას გააჩნია. პრაქტიკული სამუშაოც შევასრულეთ და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი შუქნიშანი აინთო. ძალიან კარგი საშუალებაა არდუინოს გამოყენება არამარტო ტექნიკური აზროვნების გასავითარებლად, არამედ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნითაც. ეს გამოცდილება დამეხმარება არდუინო შევიტანო ჩემს მომავალ გაკვეთილებში.

Friday, May 2, 2025

28.04.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ლექტორმა ყურადღება გაამახვილა კლასის მართვაზე, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კლასის მართვას, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის.ასევე გავაანალიზე რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს დროის სწორად გადანაწილება. ეს არამხოლოდ მასწავლებლის არამედ მოსწავლეების პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თანამშრომლობითი სწავლების განხილვა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ერთმანეთთან მუშაობის უნარის განვითარება, რაც მათ სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.  დავრწმუნდი რომ სწავლებაში ყველაზე ძლიერი იარაღი არა მხოლოდ საგნობრივი კომპეტენცია, არამედ ამ მიდგომების და მეთოდების გამოყენებაა. ეს ცოდნა დამეხმარება ჩემს მომავალ პრაქტიკაში.

Thursday, May 1, 2025

26.04.2025 რეფლექსია ქვიზის დღე

 დღევანდელ ლექციაზე გვქონდა ქვიზი, რომელიც იყო 18 კითხვიანი და მოიცავდა როგორც ღია ასევე დახურულ კითხვებს. ძალიან ვნერვიულობდი დასაწყისში. თუმცა, როდესაც ყველა კითხვას გადავავლე თვალი და დავიწყე მუშაობა ნერვიულობაც თანდათან მომეხსნა. ქვიზის დასრულების შემდეგ ლექტორმა შემოგვთავაზა, რომ ვისაც სურვილი ქონდა მის ნამუშევარს გაასწორებდა. თავდაპირველად ვუსმენდი სხვების ნამუშევრების განხილვას, რაც სასარგებლო აღმოჩნდა-ამ პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა და საბოლოოდ მეც გამოვთქვი სურვილი რომ ლექტორს ჩემი ნამუშევარიც გაესწორებინა. ერთი კითხვა არასწორად მქონდა,არ დავუფიქრდი როგორც საჭირო იყო, თორემ არც ეგ არ უნდა შემშლოდა. ქულათა დამრგვალების პრინციპით მაქსიმალური ქულა მივიღე და ძალიან გამიხარდა. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ცოდნის გადამოწმებისთვის.

Wednesday, April 23, 2025

14.04.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია საკმაოდ პროდუქტიული და პრაქტიკული იყო. ლექტორმა დეტალურად განიხილა ჩემი ჯგუფელების კომპლექსური დავალებები, ვისაც შესრულებული ჰქონდა.მათ მაგალითებზე დაყრდნობით გავიგე რა მოთხოვნები და სტრუქტურა უნდა ჰქონოდა სწორად შედგენილ შემოქმედებითი ტიპის დავალებას.

მე თავიდანვე მოფიქრებული მქონდა რა ტიპის დავალება მინდოდა შემექმნა და ლექციის მსვლელობისას დავიწყე მისი დაწერა. ლექტორის განმარტებების შემდეგ უკეთ გავიაზრე როგორ უნდა ჩამომეყალიბებინა დავალების პირობა. თეორიული ახსნის პარალელურად პრაქტიკულად ვმუშაობდით , რაც პროცესის უკეთ გაგებაში დამეხმარა. ვფიქრობ ლექცია ეფექტურად გამოვიყენე და მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება მომავალში.

Saturday, April 12, 2025

12.04.2025 რეფლექსია

 დღევანდელი ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. ლექტორმა ჩემი ჯგუფელების შედგენილი გაკვეთილის გეგმები განიხილა. ინდივიდუალურად  აღნიშნა რა იყო მათი ძლიერი მხარე და რა საჭიროებდა შეცვლას და დახვეწას. ამ პროცესმა მასწავლა, ამავდროულად რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირი და იდეების გაზიარება. ერთია საკუთარი ხედვა, მაგრამ როცა სხვების ნამუშევარს უყურებ და მსჯელობ შენსავე აზროვნებასაც აფართოვებ. ლექციის შემდეგ ნაწილში ლექტორმა ახსნა შემოქმედებითი ტიპის დავალება და გვაჩვენა ნიმუშები,რომელიც დამეხმარება ჩემი შემოქმედებითი ტიპის დავალების დაგეგმვაში.